Wednesday, March 8, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დამთავრდა საინტერესო და საჭირო ტრენინგი.თითოეულმა წევრმა გავაკეთეთ საკუთარი პორტფოლიოს პრეზენტაცია და კოლეგებისგან მივიღეთ შეფასებები.ახალი ცოდნით აღჭურვილები განვახორციელებთ საინტერესო პროექტებს ჩვენს
მოსწავლეებთან.
 მადლობა ტრენერს დაუღალავი შრომისთვის!

Sunday, March 5, 2017

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, გავაკეთეთ მასწავლებლის პრეზენტაცია, გავიხსენეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ასევე, ბლოგზე გვერდების ჩამატება. 

მასწავლებლის პრეზენტაცია

Saturday, March 4, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

     დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული, გავიხსენეთ ნასწავლი მასალა. ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარზე, რომელიც ავტვირთეთ შეფასებებში და მოვაწესრიგეთ პორთფოლიოები.

Friday, March 3, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ავტვირთეთ ბლოგზე. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და განვათავსეთ ჩვენს ფორტფოლიოში. გადავათვალიერეთ ინტელის ბიბლიოთეკა და მოვახდინეთ მისი ადაპტირება ჩვენს პროექტთან.

Sunday, February 26, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.ვისწავლეთბლოგზე გვერდების ჩამატება.

Saturday, February 25, 2017

თემის იდეა

მოცემულ პროექტში მოსწავლეები სრულყოფილად შეისწავლიან ელექტრომაგნიტურ ტალღებს, ასევე, მათი მოქმედების დადებით და უარყოფით შედეგებს. გამოიკვლევენ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებას მედიცინაში და რა უსაფრთხოების ზომების დაცვაა საჭირო ამ ტალღებისგან თავის დასაცავად, მოიძიებენ ინფორმაციას და გააკეთებენ პრეზენტაციას.


სასწავლო პროექტის მიზნები


მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ელექტრომაგნიტური გამოსხივების:
ულტრაიისფერი, ინფრაწითელი, რენდგენის და გამა სხივების შესახებ. კომპიუტერისა და ტელეფონის   დადებით და უარყოფით მოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე.  მოსწავლეები წარმოადგენენ პრობლემას და აჩვენებენ მისი გადაჭრის გზებს ფიზიკის პრინციპების გამოყენებით, გამოიტანენ დასკვნებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ განვლილი მასალა.ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და განვიხილეთ    კოლეგების სავარაუდო ნაშრომები.მივიღეთ რეკომენდაციები .

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

                                                    ზოგადი კითხვები
   1.როგორ მოქმედებს ტექნიკური პროგრესი ადამიანის ჯანმრთელობაზე?      

                                                                                       
                                                თემატური კითხვები
     1. როგორ აღმოაჩინეს რენდგენის სხივები?            
     2. რა დანიშნულება აქვს რენდგენის სხივებს მედიცინაში?                                
     3. რა ზეგავლენას ახდენს ელ.მაგნიტური ტალღები ადამიანის ჯანმრთელობაზე?
   


                                              შინაარსობრივი კითხვები
      1. რა არის ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივები?
      2. არის თუ არა მობილური ტელეფონის გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანო?  
                       

Sunday, February 12, 2017

ინტელის ტრენინგი დაიწყო

ინტელის ტრენინგის დახმარებით დავეუფლებით პროექტის დაგეგმის ტექნიკას.დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს .მასშ მუშაიბის წესებებს. შევქმენით ახალი ბლოგი და პორტფოლიო. მივიღეთ დავალება პროექტის თემის შესახებ.