Sunday, February 26, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.ვისწავლეთბლოგზე გვერდების ჩამატება.

Saturday, February 25, 2017

თემის იდეა

მოცემულ პროექტში მოსწავლეები სრულყოფილად შეისწავლიან ელექტრომაგნიტურ ტალღებს, ასევე, მათი მოქმედების დადებით და უარყოფით შედეგებს. გამოიკვლევენ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებას მედიცინაში და რა უსაფრთხოების ზომების დაცვაა საჭირო ამ ტალღებისგან თავის დასაცავად, მოიძიებენ ინფორმაციას და გააკეთებენ პრეზენტაციას.


სასწავლო პროექტის მიზნები


მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ელექტრომაგნიტური გამოსხივების:
ულტრაიისფერი, ინფრაწითელი, რენდგენის და გამა სხივების შესახებ. კომპიუტერისა და ტელეფონის   დადებით და უარყოფით მოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე.  მოსწავლეები წარმოადგენენ პრობლემას და აჩვენებენ მისი გადაჭრის გზებს ფიზიკის პრინციპების გამოყენებით, გამოიტანენ დასკვნებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ განვლილი მასალა.ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და განვიხილეთ    კოლეგების სავარაუდო ნაშრომები.მივიღეთ რეკომენდაციები .

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

                                                    ზოგადი კითხვები
   1.როგორ მოქმედებს ტექნიკური პროგრესი ადამიანის ჯანმრთელობაზე?      

                                                                                       
                                                თემატური კითხვები
     1. როგორ აღმოაჩინეს რენდგენის სხივები?            
     2. რა დანიშნულება აქვს რენდგენის სხივებს მედიცინაში?                                
     3. რა ზეგავლენას ახდენს ელ.მაგნიტური ტალღები ადამიანის ჯანმრთელობაზე?
   


                                              შინაარსობრივი კითხვები
      1. რა არის ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივები?
      2. არის თუ არა მობილური ტელეფონის გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანო?  
                       

Sunday, February 12, 2017

ინტელის ტრენინგი დაიწყო

ინტელის ტრენინგის დახმარებით დავეუფლებით პროექტის დაგეგმის ტექნიკას.დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს .მასშ მუშაიბის წესებებს. შევქმენით ახალი ბლოგი და პორტფოლიო. მივიღეთ დავალება პროექტის თემის შესახებ.